ირმა ნადირაშვილი - ჩემთვის ნათელია, რატომ სჭირდებოდათ ამ ადამიანების გარეთ ყოფნა ეკა ბესელიასა და ნანა კაკაბაძეს

ირმა ნადირაშვილი - ჩემთვის ნათელია, რატომ სჭირდებოდათ ამ ადამიანების გარეთ ყოფნა ეკა ბესელიასა და ნანა კაკაბაძეს

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისთვის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა უშიშროების საბჭოს მდივანმა , გიგა ბოკერიამ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვა.

"ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ამას გიგა ბოკერიას დაპირდა და თქვენ თავად ნახეთ, პოლიციამ როგორც შეასრულა ეს პირობა. დღევანდელი საქციელიდან ნამდვილად ჩანს, რომ მთავრობასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს სურს დესტაბილიზაცია, ქვეყანაში არეულობა. მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვეულებრივ მიმართვას კონსტრუქციულ სიტუაციაში ჩაევლო. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია - მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირებაზე, ოღონდ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და მშვიდად ეძინოთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატმა დასძინა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პროცესები იმ ვითარებაში ხდება, როცა მოწვეულია დიპლომატიური კორპუსი. მან იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატები მომხდართან დაკავშირებით თავის შეფასებას გააკეთებენ.

"ჩემთვის ნათელია, რატომ სჭირდებოდათ ამ ადამიანების გარეთ ყოფნა ეკა ბესელიას და ნანა კაკაბაძეს" - დასძინა ნადირაშვილმა.