მომიტინგეებმა სამეგრელოს გუბერნატორს ბოთლები და ქაღალდები ესროლეს

მომიტინგეებმა სამეგრელოს გუბერნატორს ბოთლები და ქაღალდები ესროლეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სამეგრელოს გუბერნატორს თენგიზ გუნავას ბოთლები და ქაღალდები ესროლეს. 

ხელჩართული ჩხუბის მიუხედავად გუნავამ ბიბლიოთეკაში შესვლა მოახერხა. ამ წუთებში მომიტინგეებსა და სამართლადამცველებს შორის შეხლა-შემოხლაა. პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ მომიტინგეებისგან გაათავისუფლონ შენობის ცენტრალური შესასვლელი და დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა.

გუნავასკენ გაიწია ყოფილმა პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ, რომლის ტერიტორიიდან გაყვანასაც სამართალდამცველები ცდილობენ.