ეკა ბესელია - სააკაშვილი ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად მზად უნდა იყოს, მის უსაფრთხოებაზე კი სამართალდამცავები იზრუნებენ

ეკა ბესელია - სააკაშვილი ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად მზად უნდა იყოს, მის უსაფრთხოებაზე კი სამართალდამცავები იზრუნებენ

სააკაშვილი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად მზად უნდა იყოს, მის უსაფრთხოებაზე კი სამართალდამცავები იზრუნებენ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტის უსაფრთხოება დაცული იქნება. "პრეზიდენტს თუ ეშინია და თუ ფიქრობს, რომ მისი უსაფრთხოება კარგად არ არის დაცული, მინდა დავარწმუნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება ძალიან კარგად მუშაობს", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, თუ ადამიანებს პროტესტი აქვთ და ასეთი ძალიან ბევრი დააგროვა სააკაშვილმა მისი ცხრაწლიანი უსამართლო მმართველობის გამო, კანონიერიების ფარგლებში, გამოხატვის პროტესს ვერავინ ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ძალადობა წახალისებული არ იქნება.

"მართალი გითხრათ, გარანტიას იმაზე ვერ ავიღებ, რომ მის მიმართ არ იქნება კრიტიკული განცხადებები გამოთქმული. მის საჯარო გამოსვლას ის ადამიანები აპროტესტებენ, რომლებიც რეპრესირებულები არიან. სააკაშვილი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად მზად უნდა იყოს, მის უსაფრთხოებაზე ჩვენი სამართალდამცავები იზრუნებენ. ის მზად უნდა იყოს, იმ მოქალაქეებს შეხვდეს, რომელთა უფლებებსაც წლების განმავლობაში არღვევდა", - დასძინა მან.