თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, რათა არ დაუშვას უკანონო ქმედება და ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს
"ვინც სააკაშვილის გამოსვლას აპროტესტებს, მოვუწოდებ, დარჩნენ თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და არ მოხდეს, კანონის დარღვევა და ძალადობრივი აქტი", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა პიკეტებს არ აწყობს, "ნაციონალური მოძრაობა" კი მთელი ცხრა წელი, პიკეტების მოწყობით იყო დაკავებული და სხვადასხვა ტიპის უკანონობაში ერთვებოდა.
"ისიც მესმის, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ ქვეყანაში არსებობენ თავისუფალი ნების ადამიანები, რომელთაც საკუთარი აზრი აქვთ და რომლებიც, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობენ. დღეს, საკუთარი აზრის გამოხატვის გამო არავის აპატიმრებენ და "სპეცნაზი" არ გამოგვყავს. მესმის, რომ მათ უკვირთ, თუ რატომ არ გამოგვყავს "სპეცნაზი", რომელიც იარაღით იქნება აღჭურვილი", - დასძინა მან.