ჩიორა თაქთაქიშვილი – ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას პრეზიდენტის მოსმენის უფლებას ვერ წაართმევს

ჩიორა თაქთაქიშვილი – ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას პრეზიდენტის მოსმენის უფლებას ვერ წაართმევს

ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ვერ წაართმევს საქართველოს მოსახლეობას იმ უფლებას, მოისმინონ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს უფლება არის ხალხის და არ არის მონოპოლიზირებული "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ.

"ძალიან სავალალოა, რომ "ქართული ოცნება" და პირადად ივანიშვილი ამას ეწინააღმდეგება გაუგებარი პროვოკაციების მოწყობით", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.