აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის კარი შეამტვრიეს

აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის კარი შეამტვრიეს

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, რომლებიც პრეზიდენტის დღევანდელ ანგარიშზე დასწრებას ითხოვენ, ეროვნული ბიბლიოთეკაში შეჭრას ცდილობენ. მათ კარი უკვე შეამტვრიეს. 

როგორც ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათ რამდენიმე შუშაც ჩაამტვრიეს. დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილებსა და პრეზიდენტის დაცვის წევრებს შორის.
ბიბლიოთეკის შესასვლელთან ხმაურია. დაცვის სამსახური აღნიშნული პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს და შუშებიან კარს ცოცხალი კედლის მეშვეობით ამაგრებს.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ თუკი დარბაზში შესვლის საშუალება არ მიეცემათ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და პრეზიდენტს ბიბლიოთეკაში არ შეუშვებენ.