ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდნენ

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდნენ

ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბიბლიოთეკასთან გრძელდება ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას ითხოვენ.

აქციის მონაწილის ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბიბლიოთეკის შენობაში ყოფილი პოლიტპატიმრების 10-კაციან ჯგუფს არ შეუშვებს, მაშინ აქციის მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში არავის არ შეუშვებენ დიპლომატიური კორპუსის გარდა.