აქციის მონაწილეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას ცდილობენ

ყოფილი პოლიტპატიმრები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობენ, რათა, როგორც თავად ამბობენ,  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მოუსმინონ. 
თუმცა,  შენობის შესასვლელთან მდგარი დაცვის პოლიციისა და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში არ უშვებენ.

როგორც ყოფილი პოლიტპატიმრები აცხადებენ, თუ აუცილებელი იყო წინასწარ სიების შედგენა, მათ ამის შესახებ არ იცოდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გამონაკლისის სახით მომზადდეს დამატებითი სია, რათა 10-15 ყოფილი პოლიტპატიმარი მაინც შევიდეს დარბაზში.

გარდა ამისა, ყოფილი პოლიტპატიმრები სკანდირებენ - "თქვე ფაშისტებო", "მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პრეზიდენტი არ არის".
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 18.00 საათზე უნდა დაიწყოს.