პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ "ღირსების შეკრება" მიმდინარეობს

ამ წუთებში ქუთაისში, პარლამენტის წინ "ღირსების შეკრება" მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილია.

როგორც ჟურნალისტებს შაშიაშვილმა განუცხადა, ქართულ საზოგადოებას სააკაშვილთან საქმე არ აქვს, ვინაიდან "მოსახლეობამ 1 ოქტომბრის არჩევნებით დაამტკიცა, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი არ არის".

"ჩვენ საქმე გვაქვს პარლამენტთან, რომ ის განწყობა გააფორმოს, რაც ხალხშია. ხალხი ამბობს, რომ მათ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ხუთი წლის ვადით აირჩიეს, ეს ვადა უკვე გავიდა და ჩვენ კონსტიტუცია უნდა დავიცვათ", - განაცხადა შაშიაშვილმა, რომლის მტკიცებითაც, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები იმ ადგილას მისვლას არ აპირებენ, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.