გიორგი მარგველაშვილი:

გიორგი მარგველაშვილი: "პარლამენტის გადაწყვეტილებაში, მისულიყო თუ არა პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მთავრობა არ ჩარეულა"

საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილებაში, მისულიყო თუ არა პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მთავრობა არ ჩარეულა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში დავით აღმაშენებლის დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის დაწყებამდე განუცხადა.

"პარლამენტი დამოუკიდებლად წყვეტს, მივიდეს თუ არა პრეზიდენტი იქ. მთავრობას ამ გადაწყვეტილებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩვენ პარლამენტს სრულიად ვეთანხმებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით დღეს უნდა გამოსულიყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი ხალხს დღეს, 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.