თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზვიად კერვალიშვილი ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზვიად კერვალიშვილი დაიბარეს", - ნათქვამია განცხადებაში.