სამების საკათედრო ტაძარში წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მეტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.
აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წირვას ქვეითი ბრიგადის წარმომადგენელბი ესწრებიან.
ასევე იქ იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის წევრები - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.