საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავითობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

დავით IV აღმაშენებელი საქართველოში 1089-1125 წლებში მეფობდა. იგი მეფედ თექვსმეტი წლის ასაკში აკურთხეს. ისტორიკოსების ცნობით, დავითი მეტად მოწყალე და ღვთისმოყვარე იყო, ეკლესიებს აშენებდა და წირვა-ლოცვაზე ხშირად დადიოდა.

დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება საეკლესიო რეფორმა, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად გატარდა. ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები გაკვეთეს და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.

დავით აღმაშენებელი მის მიერ აგებულ გელათის მონასტერშია დაკრძალული.

მოგვიანებით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეფე დავითი წმინდანად შერაცხა.