პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურები წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რომელიც ოთხ საათზე დაიწყება.

რაც შეეხება კანდიდატებს, ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს სგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კანდიდატად წარდგენილია ნატალია საბანაძე. უნგრეთში - ზაზა კანდელაკი. ლატვიის რესპუბლიკაში - თეიმურაზ ჯანჯალია. ავსტრიის რესპუბლიკაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე. ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე, უკრაინაში - მიხეილ უკლება. იტალიის რესპუბლიკასა და რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) კარლო სიხარულიძე.

რეგლამენტის პროცედურის მიხედვით, ბიუროზე ელჩობის კანდიდატები წარდგენის შემდეგ, თავად ელჩობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ, რის შემდეგაც აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.