არჩილ კბილაშვილი:

არჩილ კბილაშვილი: "თბილსერვის ჯგუფის" მსგავს ფორმატში ანაზღაურებას სოციალური მომსახურების სააგენტოშიც იღებდნენ"

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, "თბილსერვის ჯგუფის" მსგავს ფორმატში ანაზღაურებას სოციალური მომსახურების სააგენტოშიც იღებდნენ.

"სოციალური მომსახურების სააგენტოს თემა დაგვასწრეს და დაანონსეს. ეს ეხება მრავალათასიანი ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც შესაძლოა, საზღაურს იღებდნენ დაახლოებით იგივე ფორმატში, რაც "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით არსებობს", - განაცხადა კბილაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დაკითხული.