გიგი უგულავა რიყის გასხვისების საკითხზეც დაიკითხება

გიგი უგულავა რიყის გასხვისების საკითხზეც დაიკითხება

თბილისის მერი გიგი უგულავა რიყის გასხვისების თემაზეც დაიკითხება.

ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება უგულავას, ამ შემთხვევაში ის თემა, რომელზეც ის იქნა დაკითხული, არის "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე. ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც მისგან ახსნა-განმარტების მოსმენა მოგვიწევს. ერთ-ერთი საკითხია რიყის გასხვისებასთან დაკავშირებული საქმე", - განაცხადა კბილაშვილმა.