არჩილ კბილაშვილი:

არჩილ კბილაშვილი: "არის მრავალი თემა, რომელთა დაკავშირებითაც შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი დაიკითხოს"

მთავარი პროკუროროს არჩილ კბილაშვილის განცხადებით, არის მრავალი თემა, რომელთა დაკავშირებითაც შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაიკითხოს.

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის გირგვლიანის საქმე, 26 მაისი და არა მხოლოდ ეს, რომელთან დაკავშირებითაც ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ალბათ, აუცილებელი იქნება", - განაცხადა კბილაშვილმა.