სამედიცინო ცენტრსა და სადაზღვევო კომპანია

სამედიცინო ცენტრსა და სადაზღვევო კომპანია "უნისონს" შორის დაზღვევის პოლისი გაფორმდა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრსა და სადაზღვევო კომპანია "უნისონს" შორის სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი გაფორმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ სურგულაძემ განუცხადა, სამედიცინო პერსონალის მიერ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების შედეგად, პაციენტზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, ამ უკანასკნელს ზარალს, სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აუნაზღაურებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას "უნისონის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვასილ ახრახაძემ განაცხადა, სამედიცინო პერსონალის პროფესიული დაზღვევის მაგალითი ისრაელის გამოცდილებიდანაა გადმოღებული და ის წარმატებული პროექტია.

სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია "უნისონის" აბსოლუტურ მხარდაჭერას ისრაელის უმსხვილესი ჰოლდინგი ახორციელებს, რომელსაც ამ სფეროში ოპერირების 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია.