პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, რას იზამს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, თუ დაკითხვაზე მესამედაც დაიბარებენ.
ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ახალ მთავრობას 4 წელს ვერ აცლიან, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა.
"მერაბიშვილი ჩქარობს ძალიან. ორჯერ დაუძახეს [დაკითხვაზე] უკვე და მესამედაც რომ დაუძახონ, რას ქნას მერე მაგან?", - იკითხა ივანიშვილმა.