ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "კერძო სადაზღვევო კომპანიებს აქვთ დრო, რომ გადაეწყონ"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ კერძო სადაზღვევო კომპანიებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, თუმცა მათ აქვთ დრო, რომ გადაეწყონ".

ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ივანიშვილის შეფასებით, საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ კერძო სადაზღვევო კომპანიებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, თუმცა მათ აქვთ დრო, რომ გადაეწყონ.

"ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ მათ მოახერხონ და გადაეწყონ. ეს საბაზისო პაკეტია, სახელმწიფო რასაც აფინანსებს და ამის იქით, ძალიან ბევრი მომსახურება შეიძლება, მიიღო. მესმის, რომ სადაზღვევოების დიდი ნაწილი სახელმწიფოზე მორგებული იყვნენ, არ მაქვს სურვილი, ისინი გაკოტრდნენ და მინდა, გადაეწყონ", - განაცხადა ივანიშვილმა.