ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "გიგი უგულავა რომ მშიშარა იყო, ამაზე საუბრობდნენ და ამას სააკაშვილიც ამბობდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროკურატურამდე მისვლა ვერ გაბედა".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გიგი უგულავა რომ მშიშარა იყო, ამაზე საუბრობდნენ და ამას სააკაშვილიც ამბობდა. ის ფაქტი, რომ პროკურატურამდეც ვერ მივიდა და გმირად უნდა რომ გამოვიდეს, მან პროკურატურამდე მისვლა ვერ გაბედა. პროკურატურამ მასზე გამონაკლისი გააკეთა, როგორც თბილისის მერზე. რაც შეეხება ღვინიაშვილს, მან მოითხოვა ჩამოდით ქუთაისში და დამკითხეთო. როდესაც მთავრობა მტკიცდებოდა, ღვინიაშვილმა მკითხა, დაპირებებს რატომ არ ასრულებო. მან მკითხა, ოქტომბერში რატომ არ ხნავო, თავისმა უმცირესობამაც კი დასცინა. ახლაც მსგავს უსუსურ სიტუაციაშია", - განაცხადა ივანიშვილმა.