კონსტანტინე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

კონსტანტინე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვდერა დახურულ კარს მიღმა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. კონსტანტინე კუბლაშვილი მოწვეულ სტუმრებს სასამართლო ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს გააცნობს, ასევე მიაწოდებს ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით გეგმავს.

ამასთან, 2013 წლის პირველ ნახევარში იგეგმება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ინტეგრირება უკვე მოქმედ სასამართლო საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში. აღნიშნული ელექტრონული პროგრამა საშუალებას აძლევს როგორც მოსამართლეს, ასევე საქმეში მონაწილე მხარეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს თვალყური ადევნონ მიმდინარე საქმეებს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

კონსტანტინე კუბლაშვილი შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს ახალი ინიციატივის თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ. აღნიშნულმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობა. ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის ზრდა იქნება.
შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის 34 წარმომადგენელი ესწრება. კომენტარები შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.