ისინი პოლიტიკაში ქვების სროლით შემოვიდნენ - ივანიშვილი

ისინი პოლიტიკაში ქვების სროლით შემოვიდნენ - ივანიშვილი

ახალი ხელისუფლება ნორმალური საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა მას ეკუთვნის. „საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმცირესობის მხრიდან უნიჭო განცხადებები კეთდება. ჩვენ არ ვსაჭიროებთ ხმებით დახმარებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი 9 წელი პარლამენტის მიერ მინიჭებული დიქტატორული უფლებებით სარგებლობდა.

„ისინი პოლიტიკაში ქვების სროლით შემოვიდნენ. დიქტატორული უფლებებით სარგებლობდა მიხეილ სააკაშვილი 9 წელი, პარლამენტს არ ჰქონდა არანაირი უფლება და დღეს ამ უფლებების დაბრუნებაზეა საუბარი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ყველა დეპუტატს აქვს საშუალება, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და გადაწყვიტოს, მიხეილ სააკაშვილი ურჩევნიათ თუ პარლამენტის ლეგიტიმური უფლებები.

„ყველა დეპუტატს და არა მარტო უმრავლესობას, ვაძლევთ საშუალებას, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. ერთი კაცი - სააკაშვილი ურჩევნიათ თუ პარლამენტის ლეგიტიმური უფლებები. ევაჭრონ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს ჩახედონ თვალებში და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.