ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი არა სააკაშვილისა და ბაქრაძის არჩეული, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი არა მიხეილ სააკაშვილისა და დავით ბაქრაძის არჩეული, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სასაცილოა, როცა "ნაციონალური მოძრაობა" იდეოლოგიას გვასწავლის. სააკაშვილმა კონსტიტუცია ისე გადაწერა, როგორც თავად უნდოდა. საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი სააკაშვილის და ბაქრაძის არჩეული არ არის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ქართველების ნება და ხასიათია, ტყუილად ამბობს "ნაციონალური მოძრაობა", რომ ევროპა მათ აღმოაჩინეს. ამ მიმართულებას აღმოჩენა არ სჭირდებოდა. ამას კონსტიტუციაში ჩაწერა რატომ უნდა დასჭირდეს. ის, რომ ისინი მოთხოვნებს აყენებენ, გასაოცარია. ისინი მოთხოვნებს აყენებენ იმაზე, რომ პარლამენტს უფლებები დაუბრუნდეს. არ შეიძლება, ერთმა ადამიანმა ხალხის არჩეული მთავრობა გადაწყვიტოს. ჩვენ ყველა მათ გაუაზრებელ ქმედებებს ადექვატურად ვხვდებით", - განაცხადა ივანიშვილმა.