პარლამენტში ბიუროს დარბაზი კვლავ დაზიანებულია

პარლამენტში ბიუროს დარბაზი კვლავ დაზიანებულია

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით, ბიუროს ოთახის ნაცვლად, საკომიტეტო მოსმენებისთვის განკუთვნილ დარბაზში გაიხსნება. 

ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს დარბაზი კვლავ დაზიანებულია. ბიუროს ოთახში ამ დრომდე დაზიანებულია ჭერი, დეპუტატებისთვის განკუთვნილი მაგიდის ნაწილი, თეთრი სკამები კი გაყვითლებულია. სწორედ ამის გამო, დღეს საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით, მეოთხე დარბაზში გაიხსნება, რომელიც საკომიტეტო მოსმენებისთვის არის განკუთვნილი. დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიუროს დარბაზი ჭერში დამონტაჟებულმა სახანძრო მილმა დატბორა, რომელიც დაზიანდა. ბიუროს დარბაზი საქართველოს დროშის ფერებშია გაწყობილი.