ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობისგან არანაირ დახმარებას არ საჭიროებს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობისგან არანაირ დახმარებას არ საჭიროებს".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და ოპონენტების რეაქციას, მინდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად გაიაზროს. ბაქრაძის განცხადებას უნიჭოს დავარქმევდი, კარგად ჩანს, რომ ისინი ისევ სხვა რეალობაში იმყოფებიან და იმ განცხადების ფასი ვერ გაიგეს, რომელიც გუშინ საგანელიძემ გააკეთა. ჩვენ როგორც უმრავლესობა არანაირ დახმარებას არ ვსაჭიროებთ მათგან. არავითარი ხმების მოგროვებას არ ვაპირებთ. მათი პოზიცია დაუჭერენ თუ არა მხარს ამ ცვლილებებს, მნიშვნელოვანი არ არის. პრაქტიკულად, ქვეყნისათვის არაფერს ცვლის, მათ უბრალოდ აქვთYსაშუალება საკუთარ მომავალს პერსპექტივა მისცენ. მე პირადად აღმოვაჩინე რას აპირებდა სააკაშვილი და კანონის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნებათ მათ და ეს უნდა გააცნობიერონ. მათ პარლამენტს ყოველგვარი უფლებები დაუკარგეს. პარლამენტს არასოდეს გასჩენია სურვილი თავისი უფლებები დაებრუნებინა, რადგან ის ხალხის არჩეული იყო. ჩვენ ახლა ამ უფლების დაბრუნებას ვცდილობთ, არ არსებობს ქვეყანა, სადაც შეიძლება, პრეზიდენტს ასეთი დიქტატორული უფლებები ჰქონდეს. ამით ცხოვრობდნენ ამ წლების განმავლობაში და დღეს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებენ - ჩვენ თუ რაღაცას მოგვცემ, მაშინ აღვუდგენთ უფლებებს პარლამენტსო. მათთვის განმარტებების გაკეთებას არ ვაპირებ, ესენი ქვეყანას ვერაფერს დააკლებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.