ჟურნალ

ჟურნალ "თსუ მეცნიერება" მესამე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება

თსუ-ში დღეს სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის "თსუ მეცნიერება" მესამე, საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაცია თსუ-ის 95 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება და მას რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ჟურნალი "თსუ მეცნიერება" ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და წელიწადში ორჯერ გამოდის. მისი მიზანია თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ ინფორმაცია როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ასევე ფართო საზოგადოებას მიაწოდოს. ჟურნალში ასახული ყველა კვლევა საერთაშორისოდ აღიარებულია. მოპოვებული აქვს საერთაშორისო გრანტი, ჰყავს უცხოელი პარტნიორები ან წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციაზე", _ აცხადებენ უნივერსიტეტში.