ბიძინა ივანიშვილი - ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, გამოვიდეს კოალიციიდან

ბიძინა ივანიშვილი - ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, გამოვიდეს კოალიციიდან

ძალიან კარგი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა"კონსტრუქციულ ოპონირებას მოახერხებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ოპოზიციურ ძალას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ, თუმცა ისინი ამას ვერ ახერხებენ.

"დღეს როგორი ოპოზიციაც გვყავს "ნაციონალური მოძრაობის" სახით, ასეთია ჩვენი ბედი, როგორც ჩანს. ესენი ვერ ახერხებენ კონსტრუქციულობას და როგორც ჩანს ვერ მოახერხებენ, მაგრამ დღეს ოპოზიციად არიან დაფიქსირებულები და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ქვეყენას. როგორებიც არიან, ისეთები არიან და მივიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან. ასეთი ოპოზიციის პირობებში კოალიცია იქნება მდგრადი და შეინარჩუნებს ერთიანობას",-განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ჩამოყალიბდეს ძლიერ ოპოზიციურ ძალად მომავალში ირაკლი ალასანიას გუნდი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი პროცესი არ იგეგმება.

"თუმცა, კოალიცის ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, გამოვიდეს კოალიციიდან და ნებისმიერ ნიშა დაიკავოს, რომელიც მას მოეწონება. დღეს კი ასეთი რამე არ იგეგმება",-დასძინა ივანიშვილმა.