საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საბუთების მიღება დაიწყო

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საბუთების მიღება დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საბუთების მიღება დაიწყო. 

ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დღეიდან თავდაცვის სამინისტრომ პიარკამპანია წამოიწყო. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საკონტრაქტო სამსახურის პირობებს გააცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბიულეტენებს დაურიგებენ.

საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. საკონტრაქტო სამსახურისას მოქალაქეს გაუფორმდება 4-წლიანი კონტრაქტი, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს. მათ შორის პირველი ეტაპი იქნება სწავლების 9-კვირიანი პერიოდი, ძირითადი საბრძოლო მომზადება, ხოლო მეორე ეტაპი იქნება ქვედანაყოფში სამსახური თანამდებობრივი ანაზღაურებით.
როგორც საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანდრო ოსადჩევმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეებს გაუმჯობესებელ პირობებს სთავაზობენ - იქნება მაღალი ანაზღაურება, სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის სოციალური და სამართლებრივი დაცვა, უფასო სამედიცინო მომსახურება და სხვა პირობები.

დღესვე ჟურნალისტებს კრწანისის ეროვნულ ბაზაზე იმ პირობებს გააცნობენ, რომლებშიც სამხედრო მოსამსახურეები 9 კვირიან სასწავლო პროგრამას გაივლიან.