ბიძინა ივანიშვილი - იმ კომპანიებში შემცირდა ბრუნვა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებიდან იმართებოდნენ

ბიძინა ივანიშვილი - იმ კომპანიებში შემცირდა ბრუნვა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებიდან იმართებოდნენ

ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით და არავითარი პრობლემა არ არსებობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში კრიზისს ეხებოდა. 

მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესში 320 მილიონ დოლარზე მეტია ბრუნვა.

"თუმცა, არის გარკვეულ კომპანიებში შეფერხება. ამის კვლევას ვიწყებთ და ამასაც მოგახსენებთ დამატებით. იმ კომპანიებში შემცირდა ბრუნვა, რომლებიც, როგორც წესი, ყოფილი ხელისუფლებიდან იმართებოდნენ. მერაბიშვილი ამას აცხადებდა და მერე ვერ შემოვიდა დებატებში, იმიტომ, რომ თვითონ კარნახობდა ამ კომპანიებს. მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხა და ვერც მომავალში ვერ მოახერხებენ. ეკონომიკა ნორმალურად ვითარდება. გარწმუნებთ, რომ ინვესტიციები გაიზრდება, ბიზნესი უკვე გათავისუფლდა წნეხისგან და ეს პოზიტიურ შედეგს მოიტანს",-დასძინა ივანიშვილმა.