ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მეორე შეხვედრა 1 მარტს გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მეორე შეხვედრა 1 მარტს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 1 მარტს შეხვდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ახალი მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

"რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პროცესი დაიწყო. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი დავნიშნეთ, რომელსაც კარასინთან პირველი შეხვედრა უკვე ჰქონდა, მეორე დაგეგმილია 1 მარტს", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პირველი შეხვედრა გასული წლის 14 დეკემბერს გაიმართა და მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთახმდნენ.

როგორც აღინიშნა, კარასინი-აბაშიძის შეხვედრები სავარაუდოდ, 2-3 თვეში ერთხელ ან საჭიროებისდა მიხედვით გაიმართება. ამასთან, ფორმატი შეიძლება, შეიცვალოს და გაფართოვდეს.