ბიძინა ივანიშვილი - ბაქრაძის განცხადებას უნიჭო განცხადებას დავარქმევდი

ბიძინა ივანიშვილი - ბაქრაძის განცხადებას უნიჭო განცხადებას დავარქმევდი

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მნიშვნელობა არა ქვეყნისთვის, არამედ მათთვის აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას და რეაქციას უმცირესობის მხრიდან. ბაქრაძის განცხადებას უნიჭო განცხადებას დავარქმევდი. კარგად ჩანს, რომ ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან და კარგად ვერ გაიგეს იმ განცხადების ფასი, რომელიც დავით საგანელიძის მიერ გაკეთდა. ჩვენ არავითარ ვაჭრობაზე არ მივდივართ და არ ვსაჭიროებთ მათ დახმარებას. ქვეყნისთვის არავითარი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბაქრაძე თუ ნებისმიერი "ნაციონალური" დაუჭერს მხარს თუ არა ამ ცვლილებებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მათთვის, რადგან ეძლევათ საშუალება დაბრუნდნენ და გახდნენ ქართული საზოგადოების წევრები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალება აქვს ან "თავისი პოზიციები გახადოს აბსოლუტურად მიუღებელი მოსახლეობისთვის, ან რაღაც პერსპექტივა მისცენ მას".