ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "დიდი დრო და ენერგია დაიხარჯა, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის შესაბამისი დახმარება გაგვეწია"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "დიდი დრო და ენერგია დაიხარჯა, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულების რეალური ზარალი აღგვეწერა და შესაბამისი დახმარება გაგვეწია".

ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ახალი მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

"კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის 100 მილიონამდეა გამოყოფილი. ეს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ფონდიდანაა გამოყოფილი, მაგრამ ის დამოკიდებულება, როგორც ახერხებენ გააშუქონ, არაა ჯანსაღი. ჩვენ ყველაფერი აღვწერეთ. ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ დაზარალებულების რეალური ზარალი აღგვეწერა და შესაბამისი დახმარება გაგვეწია", - განაცხადა ივანიშვილმა.