ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ის დიდი ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, შეწყდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ის დიდი ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, შეწყდა".

ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ახალი მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

"სამართლიანობის აღდგენის პროცესი მართლაც დაწყებულია და კარგად ვითარდება. ის დიდი ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, შეწყდა. ძველი დაზარალებულიდან დიდი ნაწილი გამოსწორდა, მხედველობაში მაქვს, რომ 130 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, 3000-ზე მეტი კი - შეწყალებული. პოლიტპატიმრებზე გავაკეთებ პატარა ექსკურს, როდესაც დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია აცხადებდა, როგორ შეიძლება, საქართველოში ამდენი პოლიტპატიმარი ყოფილიყო და ჩრდილოეთ კორეას ადარებდა. საქართველოში ძალადობა იყო უპრეცედენტო და კორეელები დიდი ხანია, შეგუებული არიან იმ სისტემას, სადაც ცხოვრობენ. საქართველო და ქართველი ხალხი კი არ ეგუებოდა იმას, რაც იყო და ამიტომაც იყო ამდენი პოლიტპატიმარი. მე ასეთ ახსნას მივცემდი", - განაცხადა ივანიშვილმა