ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება. კითხვა-პასუხის რეჟიმამდე, ივანიშვილი მედიას გასული 100 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. "მინდა ჩაგაბაროთ ანგარიში გასული 100 დღის საქმიანობის შესახებ, რისი გაკეთება მოვახერხეთ და რა პრინციული საკითხები ვერ გადავწყვიტეთ ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრის დაწყებისას.

ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და თვეში ერთხელ იმართება. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს, რიგით მესამეა.

შეხვედრაზე ათეულობით ჟურნალისტია აკრედიტებული.