ქართული ღვინო რუსული ბაზრის 4%-ს დაიკავებს

ქართული ღვინო რუსული ბაზრის 4%-ს დაიკავებს

ქართული ღვინო, მიწოდების აღდგენის შემდეგ, რუსული ბაზარის 4%-ს დაიკავებს. ამის შესახებ "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განაცხადა.

რუსულ ბაზარზე დაბრუნებას 60 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია გეგმავს.

მომავალ კვირას საქართველოს რუსი ექსპერტები ესტუმრებიან, რომლებიც ადგილზე ჩაატრებენ ღვინის კომპანიების ექსპერტიზას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთში ქართული ღვინის მინიმალური ფასი 300 რუსული რუბლი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 2006 წელს აიკრძალა.