უმრავლესობას სურს, პრეზიდენტმა 8 თებერვალს დებატების ფორმატში მიიღოს მონაწილეობა

უმრავლესობას სურს, პრეზიდენტმა 8 თებერვალს დებატების ფორმატში მიიღოს მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობას სურვილი აქვს, პრეზიდენტმა 8 თებერვალს დებატების ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

"დებატები შესაძლოა, გაიმართოს. ჩვენი სურვილია, პრეზიდენტმა მოუსმინოს ამ დებატებს და არ მოხდეს ისე, რომ მხოლოდ თავისი მოხსენებით გამოვიდეს და შემდეგ გაიქცეს პარლამენტიდან", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი და დეტალები ხვალინდელი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება.