უჩა ნანუაშვილი – შსს-ს პროექტი ამბიციურია

უჩა ნანუაშვილი – შსს-ს პროექტი ამბიციურია

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიან სტრატეგიას იწონებს და მიიჩნევს, რომ პროექტი საკმაოდ ამბიციურია. 

"ეს სტრატეგია არის საკმაოდ ამბიციური. მასში გათვალსიწინებულია ბევრი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას აღელვებს. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მასში გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამასთან, საუბარია ანგარიშვალდებულების გაზრდაზე, საზოგადოებისადმი ორიენტაციაზე. მნიშვნელოვანია, ეთიკის კოდექსის შემუშავებაც და პროცედურების გაწერაც, რაც აქამდე სისტემაში რეალურად არ არსეობდა. გეგმა არის ამბიციური და მინდა სამინისტროს მისი განხორციელების პროცესში წარმატება ვუსურვო", - აღნიშნა ნანუაშვილმა სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე შეფასებით, სტრატეგიაში უფრო მეტად საუბარია პოლიტიკურ ნებაზე, რომ ესა თუ ის საკითხი შეიცვალოს.

"როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია, ეს უკვე პროცესში გამოჩნდება", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.