თბილისის მერის მოადგილე დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის მერის მოადგილე დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. 

ხიზანეიშვილის დაკითხვაზე დაბარების მიზეზი მერიის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის. თუმცა, როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. ამასთან, საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და აცხადებს, რომ ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემა უახლოეს დღეებში გადაწყდება.