გერმანულმა კომპანია

გერმანულმა კომპანია "პფაიფერმა" შესაძლოა, აფხაზეთში ქარხანა გახსნას

გერმანული კომპანია "პფაიფერი" ოკუპირებული აფხაზეთში საკვები პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის გახსნას აპირებს. ამის შესახებ აფხაზურ მედიას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გერმანული ფირმის ხელმძღვანელის, მანფრედ პფაიფერის სიტყვებზე დაყრდნობით განუცხადა.

მისივე თქმით, გერმანელი ბიზნესმენი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ მიიღო, სადაც სტუმარს აფხაზეთში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა.

"თავის მხრივ, პფაიფერმა ისაუბრა მის გეგმაზე, რომელიც გულისხმობს აფხაზეთში მაღალი ხარისხის კვების პროდუქცის მწარმოებელი ქარხნის გახსნას, რომელიც ადგილობრივ სანატორიუმებზე, გამაჯანსაღებელ ცენტრებზე და სასტუმროებზე იქნება გათვლილი", -აცხადებენ დე-ფაქტო საგარეო უწყების პრესსამსახურში.