მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი ვაშინგტონში გაემგზავრნენ

მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი ვაშინგტონში გაემგზავრნენ

პარლამენტარები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი აშშ-ის სენატის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართება შეხვედრები IღI-ს და NDI-ს ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი მიწვეულნი არიან ყოველწლიურ ტრადიციულ საუზმეზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით იმართება ქალაქ ვაშინგტონში.