"ვენეციის კომისია დაინტერესებულია, რომ სასამართლო რეფორმა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს"

ვენეციის კომისია დაინტერესებულია, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა წარმართოს ისე, რომ პროცესი პოლიტიკური გავლენისგან აბსოლუტურად თავისუფალი იყოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ თავმჯდომარის ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„კომისიის მხრიდან, სასამართლო რეფორმისადმი არის განსაკუთრებული ინტერესია, თუმცა, კომისიას ასევე სურს, ეს რეფორმა წარიმართოს ისე, რომ პროცესი პოლიტიკური გავლენისგან აბსოლუტურად თავისუფალი იყოს. ბატონ ბუკიკიოს აინტერესებდა - ჩვენი პოზიცია სასამართლო რეფორმასთან, ნაფიც მსაჯულთა, მოსამართლეებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივაზე და ასევე პოლიტპატიმართა აღიარების პროცესის შეფასება“, - დასძინა ლომჯარიამ.

არასამთავრობო სექტორთა შეხვედრის შემდეგ, ჯანი ბუკიკიო იუსტიციის სამინისტროში გაემგზავრა, სადაც ის თეა წულუკიანს შეხვდება.