N51-ე საჯარო სკოლის წინ დირექტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

N51-ე საჯარო სკოლის წინ დირექტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, N51-ე საჯარო სკოლის წინ, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მშობლები სკოლის დირექტორის, დავით ლაგვილავას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. 
მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს განათლების მინისტრის ბრძანება, დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და დაინიშნოს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი ახალი აუდიტი, რომელიც სკოლის მდგომარეობას ობიექტურად შეისწავლის. 
N51-ე სკოლის პედკოლექტივისა და მშობლების განმარტებით, გასული წლის ივნის-ივლისში სკოლაში ჩატარებული აუდიტი, რომლის დასკვნის საფუძველზეც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება გამოსცა, მიკერძოებული, აბსურდულია და სკოლაში არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამება. 
აქციის მონაწილეები ასევე დღის ბოლომდე მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან შეხვდრას ითხოვენ. 
სკოლის პედკოლექტივი პეტიციით მიმართავს როგორც სამინისტროს და პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, ასევე პრემიერის კანცელარიას, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინფორმაციო სააგენტოებს.