გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტესიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო , ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
" საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური (ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არგვისპირი-გუდაური(ფოსტა) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.