მაია ფანჯიკიძე ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

მაია ფანჯიკიძე ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს, ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა . 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარშავაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს თავის პოლონელ კოლეგა რადოსლავ შიკორსკისთან.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს, იაცეკ მიხალოვსკის, პოლონეთის სენატის სპიკერს, ბოგდან ბორუსევიჩს და პოლონეთის სეიმის ვიცე–სპიკერს, ცეზარ გრაბარჩიკს.