წულუკიანსა და ალასანიას ვიცე-პრემიერობის საკითხთან დაკავშირებით, პირისპირ არ უსაუბრიათ

წულუკიანსა და ალასანიას ვიცე-პრემიერობის საკითხთან დაკავშირებით, პირისპირ არ უსაუბრიათ

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობის საკითხთან დაკავშირებით, პირისპირ არ უსაუბრიათ.

როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, მას ალასანიასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, საკითხის პიარუზრუნველყოფა - თუ როგორ მოხდა.

„ალასანიასთან მხოლოდ რამდენიმე სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა და იმედი მაქვს, რომ მასთან შეხვედრას მალე მოვარხერხებ, თუმცა, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რა თქმა უნდა,  საუბარი მქონდა - ამ საკითხს, თუ როგორი პიარუზრუნველყოფა მოჰყვა“, - დასძინა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობის უფლებამოსილება შეუწყდა.