შსს-მ სიღნაღში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ სიღნაღში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე,  1961 წ. დაბადებული ზურაბ დ. დააკავეს.

სამართალდამცავებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის რ-ის სოფელ ვაქირში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან  და დამხმარე სათავსოებიდან  „ტოზ-8“-ის ტიპის  მცირეკალიბრიანი შაშხანა,  „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კუსტარული წესით დამზადებული მაუზერის კონსტრუქციის შაშხანა,  სხვადასხვა სისტემის ვაზნები,  „ფ-1“-ის და „რგდ“-ს ტიპის ხელყუმბარები ამოიღეს.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველო აწარმოებს.