მძღოლების გაფიცვის გამო მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდა

მძღოლების გაფიცვის გამო მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვის გამო თბილისის მერიამ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია დღეს განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობის შეფერხების გამო, თბილისის მერიამ მოსახლების დროულად გადაადგილების მიზნით, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდა. 
მოძრავი შემადგენლობები დაემატა, როგორც ავტობუსებს, ასევე მეტროს. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რამდენი მოძრავი შემადგენლობა დაემატა სატრანსპორტო საშუალებებს.