სტიქიით დაზარალებულებმა თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალი გადაკეტეს

სტიქიით დაზარალებულებმა თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალი გადაკეტეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ხმაურია. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას კომპენსაციების არასწორედ დაანგარიშებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მათი ზარალი ნაწილობრივ აღწერა. 
სოფელ აფენში ამ წუთებში ორასამდე ადამიანია შეკრებილი, რომლებმაც ლაგოდეხი-გურჯაანი-თბილისის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომ აფენში ჩავიდეს. ისინი პრემიერს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ. მათი თქმით, რეგიონში ხელისუფლების მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებიც უნდა ჩავიდნენ და დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს კომპენსაციების დარიგება. მათი თქმით, კომპენსაციებს არასწორედ ანაწილებენ.