გაფიცულმა მძღოლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს

გაფიცულმა მძღოლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს

სამარშუტო ტაქსების გაფიცულმა მძღოლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. მძღოლები ქერჩის ქუჩაზე მდებარე ავტოპარკთან დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, უკვე შეიქმნა 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფი და ისინი მომავალი კვირის დასაწყისში შეეცდებიან, შეხვდნენ თბილისის მერიისა და კომპანია „თბილლაინის“ ხელმძღვანელობას, რათა მოთხოვნები გააცნონ.

მძღოლების თქმითვე,  თუ თბილისის მერია და „თბილლაინი“ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს  საპროტესტო აქცია გაგრძელდება.

თბილისში უკვე მეორე დღეა, არც ერთი სამარშრუტო ტაქსი  არ მოძრაობს.